ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტი მკურნალობს და ახალი შემთხვევა არ დამატებულა.
მისი განმარტებით, მისივე თქმით, 44 პაციენტიდან 17-ს აქვს მძიმე პნევმონია.
„ორ პაციენტთან ჩატარდა კვლევა და ორივე უარყოფითი იყო. გამოჯანმრთელებული ჩვენ გვყავს 53 პაციენტი, 1 გუშინ გაეწერა. გუშინ გითხარით, რომ 10 პაციენტზე ხდებოდა ტესტირება და მხოლოდ ერთთან დადასტურდა განმეორებით უარყოფითი და მან დატოვა კლინიკა, ოთხთან გვაქვს პირველი ტესტირებით უარყოფითი და ვნახოთ, რა შედეგებს მივიღებთ განმეორებითი ტესტირებით...ორის მდგომარეობა მძიმე პნევმონიაში გადავიდა და კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ გვყავს. 7 მოზარდი, რომელიც გვყავს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე დღეში დაგვჭირდება გამოჯანმრთელების პირველი ტესტის ჩატარება“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






