გასტროენტეროლოგის რეკომენდაციები Covid-19 პანდემიის დროს
COVID-19 - 15:33, 22 Apr, 2020     919

მიუხედავად იმისა, რომ ცხელება, ხველა, საერთო სისუსტე და ყელის ტკივილი ახალი CORONA-19 ინფექციის მთავარი კლინიკური ნიშნებია, ეს არ ნიშნავს, რომ უკლებლივ ყველა პაციენტი, აღნიშნული სიმპტომებით CORONA-19-ის გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსით არის ინფიცირებული. რესპირატორული ინფექციების უდიდესი ნაწილი სწორედ ასე მიმდინარეობს. შემთხვევათა 5-50%-ში ამ ძირითადი სიმპტომების გამოვლენას შეიძლება წინ უსწრებდეს, ან თან ახლდეს მუცლის ტკივილი, დიარეა და/ან გულისრევა. საყურადღებოა ისიც, რომ ვირუსი აღმოჩენილია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან გამონაყოფ მასებში და დიდი ალბათობით, ის ფეკალურ-ორალური გზითაც გადაეცემა. აქედან გამომდინარე, ჰიგიენური წესების დაცვასა და პირველ რიგში, ხელების ხშირ დაბანას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაავადების გავრცელების პრევენციაში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები მეტწილად ქრონიკული ხასიათისაა და პაციენტებს ხანგრძლივად უხდებათ ექიმის დანიშნული მედიკამენტების მიღება. SARS-CoV-2-ის პანდემიის დროს, ექიმის რჩევის გარეშე, სამკურნალო სქემებში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია. ამით ჩვენ ვავნებთ ძირითად კუჭ-ნაწლავის პრობლემას და გლობალური პანდემიის პირობებში, ეს უფრო მეტი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს.

SARS-CoV-2-ის პანდემიის პირობებში, პაციენტები ნაწლავის არასპეციფიკური ანთებებით (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რომლებიც იღებენ იმუნიტეტის დამაქვეითებელ მკურნალობას (პრედნიზოლონი, აზატიოპრიმი, ბიოლოგიური პრეპარატები) და/ან ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს (სულფსალაზინი, პენტაზა, სალოფალკი), მკურნალობას აგრძელებენ იგივე დოზებით და იგივე რეჟიმით, რაც მათ მანამდეც ჰქონდათ ექიმისგან დანიშნული.

SARS-CoV-2-ის პანდემიის პირობებში, პაციენტები, რომლებიც მჟავასუპრესიული მკურნალობის ქვეშ იმყოფებიან (იგულისხმება „პრაზოლების“ ან ანტაციდების მიღება), აგრძელებენ ამ რეჟიმით მკურნალობას. უშუალოდ

SARS-CoV-2-ის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში კი მედიკამენტის დოზირება ინდივიდუალურად განიხილება.

AGA-ს (ამერიკის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის 10.04.2020) რეკომენდაციით SARS-CoV-2-ით ინფიცირებულმა პაციენტებმა, სიმპტომური ინფექციის განმავლობაში, უნდა შეწყვიტონ ბიოლოგიური პრეპარატებისა და თიოპურინების მიღება (აზატიოპრიმი, მეტოტრექსატი) და ინფექციის დამთავრების შემდეგ განაახლონ მედიკამენტების მიღება. აღნიშნული არ ეხება ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს (სულფსალაზინი, პენტაზა, სალოფალკი).

რაც შეეხება გეგმურ ენდოსკოპიურ მანიპულაციებს, SARS-CoV-2-ის პანდემიის პირობებში, ისინი უნდა ჩატარდეს პრიორიტეტებისა და ურგენტულობის (გადაუდებლობის) ხარისხის შეფასების მიხედვით, შესაბამისი აღჭურვილობით, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული ვირუსის გავრცელება.

სოციალური დისტანცირება, მაქსიმალური გონივრული იზოლირება და გადაადგილების შეზღუდვა, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან ერთად, საშუალებას მოგვცემს, SARS-CoV-2-ის პანდემიის პირობებში, ეფექტიანად შევებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას.

მაქსიმალურად თავი აარიდეთ, დროებითი კოსმეტიკური ეფექტის მქონე დილეტანტურ კვებით შეზღუდვებს. იკვებეთ დაბალანსებული, ვიტამინებით მდიდარი საკვებით. ზედმეტი წონა ნამდვილად არ არის კარგი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მისი კორექცია უნდა მოხდეს გონივრულად, ცხოვრების წესის შეცვლის გზით, და არა სპონტანურად, განსაკუთრებით დღევანდელი პანდემიის პირობებში, როცა ვირუსთან საბრძოლველად ჯანმრთელი, რაციონალური კვება ჩვენი მოკავშირეა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42