პარიზის გარეუბანში ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა. მკაცრი კარანტინისა და მაღალი სოციალური დისტანცირების პირობებში დაპირისპირება უკვე ზედიზედ მეოთხე დღეა, რაც მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს REUTERS-ი.
დედაქალაქის ჩრდილოეთით არსებულ ვილენუევე-ლა გარენის რაიონში, პოლიცია ცდილობდა სამოქალაქო არეულობის აქტის ჩახშობას, რა დროსაც ამბოხებულებმა ნაგვის ბუნკერებსა და სამშენებლო ნაგავს ცეცხლი წაუკიდეს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული შეზღუდვების პროტესტის ნიშნად.
პოლიციამ გამოიყენა ფარები, რათა თავი დაეცვათ მინის ნამსხვრევებისგან, რომელსაც ესროდნენ მოქალაქეები სამართალდამცავებს. ნონტეღში, დემონსტრანტებმა დაანაგვიანეს ქუჩები და ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი კორონავირუსის გავრცელების უმთავრეს ეპიცენტრს წარმოადგენს ევროპაში, სადაც დაინფიცირების 158 050 შემთხვევაა, რომელთაგან 20 796 ფატალური აღმოჩნდა . 5433 პაციენტი ამ დრომდე კრიტიკულ მდგოამრეობაში იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები






