ბრაზილიაში, ჩრდილოდასავლეთის შტატის, ამაზონის დედაქალაქ მანაუსში, მიწის მთხრელი სპეცტექნიკა-ბულდოზერები და ექსკავატორები მუშაობენ სასაფლაოს მოსაწყობად, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების სხეულებს კრძალავენ. ამ ფაქტის ამსახველ ფოტოს CNN-ი საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
ქალაქში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, კოვიდ 19-ით გარდაცვლილ 100 ადამიანს კრძალავენ ზემოხსენებულ სახელდახელოდ მოწყობილ სასაფლაოზე- ამის შესახებ განაცხადა ქალაქის მერიამ განაცხადა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაზრდილია გარდაცვლილთა რაოდენობა, რადგან გარკვეული პერიოდის დროს დღეში სტანდარტულად 30-მდე ადამიანს ასაფლავებდნენ.
ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 43 368 შემთხვევაა აღნიშნული, რომელთაგან 2761 ფატალური აღმოჩნდა. 8318 ადამიანი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია. საკმაოდ დიდია აგრეთვე გამოჯანმრთელებულთა რიცხვი- უკვე 24 325-მა პაციენტმა დაამარცხა კორონავირუსი.
მასალის გამოყენების პირობები






