ამერიკის სენატმა კორონავირუსით გამოწვეული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე დაამტკიცა 484 $ მილიარდ დოლარიანი დახმარება დაამტკიცა მცირე ბიზნესისა და საავადმყოფოების მხარდაჭერისთვის. ახალი მხარდაჭერის თანახმად, მთავრობა გადაუხდის 320 $ მილიარდი დოლარის ოდენობის თანხას მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა მათ შეძლონ თანამშრომელთათვის ხელფასის გაცემა.
60 მილიარდი საგანგებო სესხების პროგრამაში ჩაიდება, უშუალოდ 75 მილიარდი მიმართული იქნება საავადმყოფოების შესაბამისი ტექნიკებითა და აუცილებელი მოწყობილობებით დამატებით აღჭურვაში, სასუნთქი აპარატების დამატებაში. 25 მილიარდი გამოიყოფა კორონავირუსზე ტესტირების პროგრამის გასაძლიერებლად.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში 819 175 ინფიცირების შემთხვევა აღინიშნა, რომელთაგან 45 343 ფატლური აღმოჩნდა. ამ დროისთვის ამერიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტთა რიცხვი ყველაზე დიდია, სადაც უმრავლეს მათგანს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები






