COVID 19: აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი პრეპარატ პლაქვენილის არაეფექტურობაზე საუბრობს და ქართულ მედიკოსებს პროტოკოლის გადახედვისკენ მოუწოდებს
COVID-19 - 14:31, 18 Apr, 2020     518
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული ამბობს, რომ პრეპარატ პლაქვენილის უსიმპტომო პაციენტებისთვის, ან პროფილაქტიკისთვის გამოყენებამიუღებელია".
მედიკოსი თავის წერილში აღნიშნავს, რომ პრეპარატს "მალე გაუგებარ და მინიმალური ეფექტის მქონე მედიკამენტად მიიჩნევენ".

"თბილისელო კოლეგებო, არ ვიცი რომელმა თქვენგანმა შეიმუშავეთ პროტოკოლი, მაგრამ უსიმპტომო, ჯანმრთელი ახალგაზრდებისათვის (ძველგაზრდებისათვისაც), რომელთა CT ნორმალურია და დაავადება პრაქტიკულად უჩინრად მიმდინარეობს, პლაქვენილის დანიშვნა არის აბსოლუტურად მიუღებელი.

პლაქვენილს აქვს თავისი განსაკუთრებული დანიშნულება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საპროფილაქტიკო.

და კიდევ, პლაქვენილი რამდენიმე დღეში თუ არა, კვირაში ოფიციალურად იქნება მიჩნეული, როგორც გაუგებარი და მინიმალური ეფექტის მქონე მედიკამენტი კოვიდის სამკურნალოდ. ასკაციანი კვლევების შედეგები დაიდება მარსელის უსუსური, სასოწარკვეთილი პროტოკოლის საპირწონედ.

და ბოლოს, კლინიკური გზამკვლევი არ არის დოგმა. ყოველ პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. უსიმპტომო კოვიდს მკურნალობა არ სჭირდება!!! მაქსიმუმ პარაცეტამოლი; ისიც მხოლოდ თავისა და კუნთების ტკივილებისა და ცხელებისათვის. გვახსოვდეს: არ ავნო!!!

P.S. პროტოკოლების ყოველდღიური რევიზია უნდა მოხდეს, რადგან ლიტერატურა შეუჩერებლად, ყოველდღიურად ახალ მონაცემებს იძლევა; უაღრესად დინამიურია სიტუაცია და პროტოკოლიც ასეთივე უნდა იყოს", -წერს გურული.

განახლებულია:

მედიკოსი აღნიშნავს, რომ წამალმა, შეიძლება, იშვიათ შემთხვევაში გამოუსწორებელი, შეუქცევადი გართულება შეიძლება გამოიწვიოს:

"დავწერე იმიტომ, რომ რამდენიმე უაღრესად საგანგაშო წერილი მივიღე კარანტინში მყოფი ახალგაზრდა პაციენტების შესახებ, რომლებსაც ამ მეთოდით მკურნალობენ. არც გამკვირვებია, რადგან ერთერთმა ყველაზე ცნობილმა, ასევე ახალგაზრდა პაციენტმა, რომლის დაავადებაც ასევე უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, საჯაროდ, ინტერვიუში განაცხადა რომ პლაქვენილს იღებდა სამკურნალოდ"- დაწერა ექიმმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42