ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ საავდმყოფოში მყოფი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია.
როგორც ეზუგბაიამ განმარტა, არ შემატებიათ ინფიცირებულები, ხოლო 14 მძიმე პაციენტის მდგომარეობა არ არის პროგრესირებადი.
„არ გაზრდილა ინფიცირებულთა რაოდენობა, შეგვემატა 2 გამოჯანმრთელებული. ახლა სულ მკურნალობს 311 ადამიანი. ჯერჯერობით პაციენტების მდგომარეობა არ არის მძიმე, ჩატარდება კვლევები და მიმოხილვითი კვლევა, ამ არსებული მონაცემების შეჯერებით გადაწყდება მათი მდგომარეობის სიმძიმე. გამოჯანმრთელებული გვყავს 50, რამდენიმესთან არის პირველადი პასუხები უარყოფითი და ველოდებით მეორეულ პასუხებსაც. ზოგადი მდგომარეობა უცვლელია - ორი გვყავს პრობლემური, გვყავს 14 მძიმე, მათი მდგომარეობა არ პროგრესირდება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






