"კარგი პროგნოზით, კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი შეიძლება შემოდგომაზე გვქონდეს"- ლევან გოფოძე
COVID-19 - 14:44, 21 Apr, 2020     531

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხდებით, უსიმპტომო პაციენტებში პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება არ ხდება.

მისი თქმით, მედიკამენტების მიღება არის საკმაოდ რთული საკითხი.

"რამდენიმე პრეპარატზე საუბარია, რომ ჩვენთან შემოვა და ჩვენც დავიწყებთ მის გამოყენებას. ეს პრეპარატები იხმარება ჩვენების მიხედვით, და არა - სიმპტომების. თუ რა სახის პნევმონია აქვს, როგორ მიდის დაავადება ა. შ. ამის შემდგომ მიდის პრეპარატების შერჩევა. სხვადასხვა სირთულის პნევმონიის გამოვლინების შემთხვევაში, სხვადასხვა პრეპარატების კომბინაციები ინიშნება. ასე ვერ განვსაზღვრავთ ჩვენ, რა პრეპარატი როდის უნდა დავნიშნოთ, ეს არის წმინდა სამედიცინო საკითხი და მგონია, რომ ექიმებს უნდა მივანდოთ ეს და დაველოდოთ მკურნალობის შედეგებს. ჯერჯერობით მკურნალობის შედეგები კარგია. უსიმპტომო პაციენტებს პლაქველინით არ ვმკურნალობთ. უსიმპტომო პაციენტებს ძირითადად აკვირდებიან და მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას უტარებენ.

ეს დაავადება არის შემეცნების პროცესში. ეს არ არის დაავადება, რომელიც დიდი ხანია ვიცით. ჩვენ ახლა ვართ დაავადების მკურნალობის შემეცნების პროცესში. ბუნებრივია, პროტოკოლებიც შეიძლება შეიცვალოს, დამოკიდებულებაც მედიკამენტებიც, მუდმივ ძიებაში ვართ. ამიტომაა, რომ ეს პროტოკოლები იცვლება სხვადასხვა მედიკამენტები ერთვება, ზოგიერთი მედიკამენტი საერთოდ ვარდება, როდესაც მთელი მსოფლიო ნახავს, რომ ის არაფექტურია. ძნელია ახლა ვისაუბროთ მყარ პრინციპებზე, რომლითაც ვმკურნალობთ კოვიდინფექციას იმიტომ, რომ ამ ინფექციას ჩვენ ახლა ვსწავლობთ. პერიოდი დეკემბრიდან დღემდე, ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ჩვენ შევისწავლოთ ისეთი ინფექცია, რომელმაც მთელი სამყარო შეძრა და თავდაყირა დააყენა. ამას დრო დასჭირდება. კარგი პროგნოზით, მედიკამენტი შეიძლება გვქონდეს შემოდგომაზე, ვაქცინაზე ლაპარაკია, რომ თუ ერთ წელიწადში იქნება, ბედნიერები ვიქნებით, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42