ნოდარ მელაძე TV პირველის მთავარ პროდიუსერად დაინიშნა
საზოგადოება - 14:39, 21 Apr, 2020     1124

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე TV პირველის მთავარ პროდიუსერად დაინიშნა.

ინფორმაციას TV პირველის დირექტორი და ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია ავრცელებს.

"ნოდარ მელაძე- ჩემი მეგობარი და უკვე დღეიდან ტვ ,,პირველის,, მთავარი პროდუსერი.

უმაგრესი ჟურნალისტი, უმაგრესი პროდუსერი და ნიუსმეიკერი, რომელთან ერთად მუშაობის გამოცდილება პირადად მქონია და ესაა ყველაზე მაგარი პროცესი, რაც ჩემს სამუშაო გამოცდილებას უკავშირდება. როცა ისე მუშაობს და ისე აზროვნებს, რომ შენც გაიძულებს სულ ფორმაში იყო, სულ სწრაფად იაზროვნო და სულ პირველმა მიაწოდო მაყურებელს ყველა საინტერესო ამბავი.

მისი მოსვლა ტვ ,,პირველისთვის,, უდიდესი შენაძენია, ძალიან დიდი შენაძენი და მიხარია, რომ ის დღეიდან უკვე ჩვენი გუნდის წევრია.

არხის მთავარ პროდუსერობასთან ერთად, რასაკვირველია, ის სულ მალე შემოგთავაზებთ საავტორო გადაცემასაც, რომელიც ყოველთვის ყველასგან გამორჩეული და ზესაინტერესო იყო ხოლმე და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო საინტერესო იქნება ,უკვე ახალი შემართებით.

წარმატებები, ნოდარ, ახალ პოზიციაზე, ახალი ენერგიით და ახალი გეგმებით.

ვიცი,რას ნიშნავს პროფესიული საქმიანობის ხელახლა, ნულიდან დაწყება, შენც იცი... გამოცდილი გაქვს და ყოველი ასეთი ახალი ეტაპი კიდევ უფრო დიდი წარმატება იყო ხოლმე შენთვის!
კეთილი იყოს შენი ფეხი არხზე, სადაც, თავის დროზე, მეგობრების დასახმარებლად, პირველი აგური შენ დადე, ნიუსის პირველი მუსიკა შენ შეარჩიე და პირველი შეფუთვა და სტუდიაც შენი ხელით გაგვიკეთე, ისე, უანგაროდ... მაშინ ალბათ ძნელად წარმოგედგინა, როდესმე აქ თუ მოგიყვანდა შენი ცხოვრების გზა...

სულ ვიცოდი, რომ როდესმე ერთმანეთს ისევ გადავეკვეთებოდით .

ერთად ბევრ მაგარ პროექტს გავაკეთებთ და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ სტატუსს ვწერ.
დღეიდან ნოდარ მელაძე - ტვ ,,პირველის,, გენერალური პროდუსერია. P.s-უკვე დაიწყო ოფისის დანგრევა პირველივე დღიდან"- წერს ინგა გრიგოლია.
ნოდარ მელაძემ "მთავარი არხი" რამდენიმე დღის წინ დატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42