ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ნეგატიური შინაარსის მქონე სტატიები მედიაში ყოველ წუთს გვხვდება. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ე.წ „ნოსებოს ეფექტი“. ეს არის ყველასთვის კარგად ნაცნობი პლაცებოს ეფექტის ანტიპოდი. ამ უკასანსკნელთან შედარებით მისი ფენომენი ნაკლებად შესწავლილია. ნოსებოს ეფექტის მიხედვით ჩვენ შესაძლოა უფრო ცუდად გავხდეთ, ვიდრე ეს მოსალოდნელია. ნოსებოს ეფექტისა და ახალი კორონავირუსის კავშირზე რაიმე კვლევა ჯერ არ არსებობს, თუმცა სტატიაში განვიხილავთ მსგავს შემთხვევებს.
2010 წელს ანტი-ქარის ტურბინის (ქარის კინეტიკური ენერგიის ელექტრულ ენერგიად გარდამქმნელი დანადგარი) კამპანიის მონაწილეები ავსტრალიაში ავრცელებდნენ სიახლეებს იმაზე, რომ „ქარის ტურბინის სინდრომი“ გამოწვეული იყო ტურბინის ჩუმი ხმაურით. ქარის ტურბინების ხმაური შესაძლოა იწვევდეს ისეთ პრობლემებს, როგორიც არის ძილის დარღვევა, თავის ტკივილები, თავბრუსხვევა და მოუსვენრობა. ყველა ეს სიმპტომი ერთიანდება ერთი დასახელების ქვეშ - „ქარის ტურბინის სინდრომი“. ჩვეულებრივ ტურბინებში, ხმაურს ჰაერის ჭავლი წარმოქმნის, როდესაც ფრთის ბოლოს დიდი სიჩქარით სწყდება. ამავდროულად ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირები აცხადებდნენ, რომ იმატა თავის ტკივილის, გულისრევის, გულის აჩქარების პრობლემით პაციენტთა მიმართვიანობის რიცხვმა. ეს პაციენტები სწორედ ამ კამპანიაში ჩართული პირები ან მათი ინფორმაციის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები აღმოჩნდენ. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ქარის ტურბინების მუშაობის დროს წარმნოქნილი ხმაური განსხვავებული ზემოქმედებით არ გამოირჩევა. „ქარის ტურბინის სინდრომი“ კი არა ქარის ტურბინებით, არამედ დეზინფორმაციით იყო გამოწვეული.

2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით იმ ქვეყნებში, სადაც უფრო ხშირი იყო წამლის გვერდითი მოვლენების google-ის საძიებო სისტემაში მოძიების შემთხვევა, დაფიქსირდა უფრო მეტი გვერდითი მოვლენა. კვლევის ავტორების მიხედვით, აღნიშნული გამოწვეული იყო ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით.
კვლევები ჩატარდა 28 169 გარდაცვლილ ჩინელ-ამერიკელ ზრდასრულზე კალიფორნიაში, სადაც მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ხალხს, რომელსაც ჩინური ასტროლოგიის სჯეროდა 1.3-4.9 წლით ადრე კვდებოდა, ვიდრე ის ხალხი, ვინც იგივე პირობებში დაიბადნენ, თუმცა სხვა წლებში.
ინტერნეტში გამუდმებით ცხელებაზე, ხველებაზე, სუნთქვის გართულებაზე და ახალი კორონავირუსის სხვა სიმპტომებზე ინფორმაციის კითხვამ, შესაძლოა გამოიწვიოს „მოჩვენებითი სიმპტომები“. უფრო მეტიც, უარყოფითი ინფორმაციის კითხვით გამოწვეულმა შოკმა შესაძლოა ადამიანებში დაავადებები გამოიწვიოს. ნოსებოს ეფექტის შესამცირებლად მნიშვნელოვანია ნაკელბად ნეგატიური ინფორმაცია იკითხოთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები






