თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ , ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული 408 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მისი თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტი მკურნალობს.
"შაბათს, 18 აპრილს დადასტურებული იყო 383 შემთხვევა. ამ სამი დღის განმავლობაში დაემატა 25 და ამ ეტაპზე არის 408 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 95-ს შეადგენს. ამ ეტაპზე სტაციონარებში მკურნალობს მხოლოდ 313 პაციენტი.
ჩვენთან ახალი შემთხვევები არ არის. გვყავს 44 დადასტურებული პაციენტი, აქედან ორი არის პრობლემური პაციენტი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჯერ პროგნოზირება შეუძლებელია. 44-დან 14 პაციენტი არის მძიმე პნევმონიით, თუმცა მართვას ექვემდებარებიან. 7 მოზარდის მდგომარეობა ასევე დამაკმაყოფილებელია, ველოდებით შესაბამისი დღეების გასვლას, რომ მათ ტესტი ჩავუტაროთ და დატოვონ კლინიკა," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






