მარტყოფის ღთვაების მამათა მონასტერში კარანტინია გამოცხადებული. მონასტერში, 8 სასულიერო პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.
როგორც ქვემო ქართლის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა აგანაცხადა, სასულიერო პირების თვითიზოლაციაში გადასვლა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 11 აპრილს ერთ-ერთ მოძღვართან აღსარებაზე მისულ ქალს ორი დღის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა.
"პრევენციულად არიან თვითიზოლაციაში. ჩემი ინფორმაციით, რაიმე სიმპტომი არ დასტურდება. თუკი რაიმე იქნება საჭიროება, ბუნებრივია, იქ გამკაცრდება ზომებიც და კონტროლიც", - განაცხადა რეხვიაშვილმა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 399 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 93 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 4 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 4 782 პირი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 503 პაციენტია.
მასალის გამოყენების პირობები






