რუსულმა მედიამ, RENTV-იმ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სკანდალური კადრები, სადაც ასახულია, თუ როგორ მოიყვანეს კოვიდ 19-ით დაავადებული 48 წლის მოსკოველი პაციენტი საავადმყოფოდან, რომელიც სახლის ეზოში სკამზე დააწვინეს და სასიკვდილოდ გაწირეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა დამატებით დეტალები- ელენე ჩუკლოვამ თავი 17 აპრილს იგრძნო შეუძლოდ, მისმა შვილმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა რომლის შემდეგაც იგი ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ რუს ქალს კორონავირუსი აღმოაჩნდა. პაციენტი 19 აპრილს ჰოსპიტალის მედპერსონალმა უკან მიიყვანა და ისე რომ არც დაკავშირებიან ოჯახის წევრებს, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი უმეთვალყურეოდ დააწვინეს ეზოში არსებულ სკამზე.
გამოქვეყნებულ კადრებში ნათლადაა ასახული, რომ ჩუკლოვა ცუდად გახდა მას შემდეგ, რაც ის ექიმებმა ეზოში დატოვეს. ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრის განცხადებით, ელენა „მეზობლების თვალწინ გარდაიცვალა“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საავადმყოფოს ადმინისტრაციას და სამართალდამცავ უწყებებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მასალის გამოყენების პირობები






