ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები და სტატიები, რომ იტალიელები ქუჩაში ფულს ყრიან. სტატიის ავტორების მიხედვით, ამას იტალიელები იმით ხსნიან, რომ მათ სიცოცხლეს ფული ვერ იხსნის. მეორე ვერსიის მიხედვით ეს ის ფულია, რომელიც ინფიცირებული ადამიანების ხელში მოხვდა და სახიფათოა ჯანმრთელი ადამიანებისთვის.
ფოტოებში მართლაც ჩანს ფულით სავსე ქუჩები და თან ეს ქუჩები ხალხისგან დაცარიელებულია, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა სწორედ საკარანტინო პერიოდშია გადაღებული ეს ფოტოები.
აღნიშნული ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს და ის მითია. ფოტოები იტალიაში არ არის გადაღებული და არც პანდემიის პერიოდია აღბეჭდილი მათზე. ფულით სავსე ქუჩები ვენესუელაშია დაფიქსირებული 2019 წლის მარტში, როდესაც ქვეყანაში ჰიპერინფლაციის პრობლემა იყო. ვენესუელაში ბანკი გაძარცვეს და ხალხმა ქუჩაში ფული დაყარა იმის სადემონსტრაციოდ, რომ მას ფასი არ აქვს.




მასალის გამოყენების პირობები






