ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ Microsoft კორპორაცის დამფუძნებელი ბილ გეიტსი, რომელიც მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება, კორონავირუსთან ბრძოლას ადამიანების დაჩიპვით გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დამზადდება „ციფრული მოწმობები“, რომელიც კაფსულის სახით ადამიანის სხეულში ჩაინერგება და შესაძლებელი იქნება იმის გარკვევა აქვს თუ არა მას კორონავირუსის ვაქცინა გაკეთებული.
გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 2020 წლის 19 მარტს ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა biohackinfo.com-მა სათაურით „ბილ გეიტსი მიკროჩიპის იმპლანტებს გამოიყენებს კორონავირუსთან საბრძოლველად“. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამასთან დაკავშირებით ბილ გეიტსმა ერთ-ერთ გადაცემაშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიჟურ პერიოდში გიჟური ჭორები ვრცელდება. მან ისაუბრა ვაქცინაზე, რომელიც მასიურად, ეფექტურად და უსაფრთხოდ უნდა გაუკეთდეს ყველა ადამიანს, რათა ებრძოლონ ახალ კორონავირუსს. ერთ-ერთ ფორმზე კითხვებზე პასუხის დროს კი აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას ციფრული მოწმობა, რომელიც გვიჩვენებს თუ ვინ არის გამოჯანმრთელებული ან ვის ჩაუტარდა ტესტირება ან როდესაც შეიქმნება ვაქცინა, ვის გაუკეთდა ის. თუმცა საუბარი იმაზე, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ადამიანებს ჩიპებს ჩაუყენებენ არის მითი და არა რეალობა.
მასალის გამოყენების პირობები






