თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს. საეჭვო სიმპტომების მქონე კიდევ ერთ პაციენტს ტესტს დღეს ჩაუტარებენ.
„46 პაციენტი გვიწევს. აქედან 45 არის დადასტურებული. ერთი არის შესაძლო, ანუ საეჭვო შემთხვევა, რომლის ტესტირებაც მოხდება. ეს არის საეჭვო შემთხვევა არაკონტაქტირებიდან. პაციენტი დღეს დილით შემოვიდა ჩვენს კლინიკაში. ეს არის თვითდინებით ბინიდან მოსული. ეს არ არის არც ერთ წყაროსთან კონტაქტი“ , – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
ორი ინფოცირებული მდგომარეობა კვლავ მძიმე, თუმცა სტაბილურია.
„ამ 45-დან ორი კრიტიკულთან მიახლოებულო პაციენტია, რომელთა მდგომარეობა დასტაბილიზირებულია. 14 მძიმე პნევმონიით პაციენტი გვყავს. ისინი ამ ეტაპზე მართვას ექვემდებარებიან. შვიდი ბავშვი გვყავს, რომელთა დაავადება არ პროგრესირებს და მათი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






