COVID-19-ს ქალისა და მამაკაცისათვის აბსოლუტურად განსხვავებული შედეგების მომტანია. რატომ აქვს კორონავირუსისთვის სქესს მინიშვნელობა.
ერთი შეხედვით, ვირუსისთვის სულერთი უნდა იყოს, ვის დააინფიცირებს, იგი ხომ არავის ინდობს - არც ავტობუსის მძღოლს, არც პრემიერ-მინისტრს და არც პრინცს. ვირუსი ხომ მოდრეიფე გენეტიკური მასალის უსულო ნაწილაკია, მას არ შეუძლია არჩევანის გაკეთება. მაგრამ, მაინც მას მოსახლეობის სხავდასხვა ჯგუგებზე განსხვავებული გავლენბა აქვს და ეს განსხვავება სწორედ ყველაზე მეტად სქესის მიხედვით არის.
უპირველეს ყოვლისა, განსხვავება არა მარტო ავადმყოფობის მიმდინარეობაშია, არამედ მის შემდგომ შედეგშიც.ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერები აქტიურად აკვირდებიან კოვიდ-19-ის გავრცელების გენდერულ სტატისტიკას და ცდილობენ მას რაიმე ახსნა მოუძებნონ, თუმცა, ჯერჯერობით ამაოდ.
თვალშისაცემია განსხვავება სიკვდილიანობის მხრივ. აშშ-ში ორჯერ მეტი მამაკაცი იღუპება, ვიდრე ქალი, ევროპაში დაღუპულთა შორის 69% მამაკაცია. იგივე ხდება ჩინეთში და ანალოგიურია მთელი მსოფლისო მასშტაბით.
ერთერთი თეორიით, ქალების იმუნური სისტემის რეაქცია უფრო ძლიერია, რადგან მათ ორი X ქრომოსომა აქვთ, ხოლო მამაკაცებს ერთი.
"კერძოდ, ცილა, რომლის მიხედვითაც ჩვენ კორონავირუსებს გამოვარჩევთ, კოდირებულია X-ქრომოსომაში. შესაბამისად, ეს ცილა ქალთა ორგანიზმში ორმაგი დოზითაა იმუნურ უჯრედებში და რეაქციას უფრო ძლიერია," - აცხადებენ თეორიის ავტორები.
მეორე ახსნას მეცნიერბი ცხოვრების წესში ხედავენ. მამაკაცები უფრო მეტად არიან ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმისადმი მიდრეკილები. ეს ორი მავნე ჩვევა ზრდის იმ თანმდევი დაავადების დონეს, რომლებიც ხშირად მწვავდება კორონავიურუსით დაავადების შემთხბებაში და იწვევს ლეტალურ შედეგებს. ასეთია, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური და ფილტვების ქრონიკული დაავადებები და სხვ. რაც გავლენას ახდენს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციური დაავადების შედეგზე.
ცხადია, ეს ყველაფერი თავის გავლენას ახდენს პანდემიის მიმდინარეობაზე, თუმცა, - აცხადებენ ექიმები, COVID-19 საკმაოდ ახალი ვირუსია და გადაჭრით რაიმეს თქმა მასთან დაკავშირებით შეუძებელია.
მასალის გამოყენების პირობები






