ფინეთში ოფიციალური ვიზიტისას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ევროკავშირში შესვლას 50 წელია ლოდება, იუწყება ტელეარხი TRT Haber.
ერდოღანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ეკონომიკური განვითარებით რამდენიმე ევროპულ ქვეყანას უსწრებს, თურქეთის მიმართ ორმაგ სტანდარტებს იყენებენ.
მან ასევე თქვა, რომ ანკარამ რაც საჭირო იყო ყველაფერი გააკეთა ევროკავშირში შესასვლელად.
მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა - აბდულა გიულმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, თურქეთმა აღარც მოინდომოს ევროკავშირში შესვლა და მომავალში ნორვეგიის გზა აირჩიოს.
თურქეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა ბაჰიშმა განაცხადა, რომ თურქეთის შესვლას ევროკავშირში, პოლიტიკური წინაღობა უშლის ხელს. ეს ამ სტრუქტურის მიმართ ქვეყნის მოქალაქეთა ნდობას ამცირებს.
ოფიციალური მოლაპარაკებები თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე 2005 წელს დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






