აშშ-ს არმიის ლეგენდარული მებრძოლი და ვიეტნამის ომის გმირი კორონავირუსისგან გარდაიცვალა
მსოფლიო - 21:44, 18 Apr, 2020     1780

აშშ-ში ღირსების ორდენის მფლობელი სამხედრო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კორონავირუსისგან გარდაიცვალა. 86 წლის ბენი ადკინსი 26 მარტს აღმოსავლეთ ალაბამაში, თავის მშობლიურ ქალაქ ოპელიკას სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა მისი ინტენსიური თერაპიის პალატაში მოთავსება, სადაც სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემის გამო მას ხელოვნური სუნთქვის აპარატით მიეწოდებოდა ჟანგბადი. მიუხედავად ექიმების არაერთი მცდელობისა, იგი 17 აპრილს გარდაიცვალა.

ადკინსი ამერიკის არმიის ისტორიაში იმ რამდენიმე ადამიანთა შორისაა, რომელთა სახელი სამუდამოდ უკვდავჰყოფილია მათი წარუშლელი საგმირო ქმედებების გამო. ბენიმ 2 დღიან ბრძოლაში 18 ჭრილობის ფონზე ჩრდილო ვიეტნამელთა 135-იდან 175-მდე მებრძოლი გაანადგურა, პარალელურად კი თანამებრძოლთა უსაფრთხოებაზეც ზრუნავდა- რამდენიმე მათგანი სიკვდილს გადაარჩინა. მისი საყოველთაოდ ცნობილი გმირობის გამო პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვეტერანი სამხედრო 2014 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

1966 წლის 9 მარტს ვიეტნამში ბანაკ შაუს, სადაც მწვანე ბერეტების ამერიკული ელიტური სპეცქვედანაყოფის 16 სამხედრო იმყოფებოდა, თავს დაესხა რამდენიმე ასეული ჩრდილო ვიეტნამელი მებრძოლი. აღნიშნულ ბაზაზე ამერიკელები ადგილობრივ მოსახლეობას წვრთნიდნენ, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ისინი ნაკლებად სანდოები, მოუმზადებლები და უნებისყოფოები აღმოჩნდნენ მტერთან ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ შეტაკების პირველი ტალღა ძალზე მძიმე იყო, ადკინსმა, რომელიც ნაღმტყორცნიდან ისროდა მოწყინააღმდეგეთა პოზიციებისკენ, თავის თანამებრძოლებთან ერთად მოიგერია შეტევა.

სიტუაცია განსაკუთრებით დამძიმდა მეორე დღეს, როდესაც ის ადგილობრივი მოქალაქეები, რომლებსაც ადრე ამერიკელები წვრთნიდნენ, მტრის მხარეს გადავიდნენ და თავიანთ ინსტრუქტორებს გაუხსნეს ცეცხლი. სწორედ ამ მომენტში მწვანე ბერეტის ერთ-ერთ მებრძოლს ახლო მანძილიდან ესროლეს , რა დროსაც ბენიმ მასირებული გადამღობი ცეცხლის მიუხედავად, მძიმედ დაჭრილი თანამებრძოლი ფრონტის ხაზიდან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. იგი რამდენიმე ხნის შემდეგ დაუბრუნდა ნაღმტყორცნს და დამიზნებითი ცეცხლით მტრის მხარეს გადასულ ადგილობრივთა უმრავლესობა დახოცა.

მიუხედავად იმისა, რომ 10 მარტს უკვე ადკინსის თანამებრძოლთა ურავლესობა დახოცილი ან ბრძოლას „გამოთიშული“ იყო, იგი ერთდაერთი მწვანე ბერეტი იყო, რომელიც აქტიურ წინააღმდეგობას აგრძელებდა და ნაღმტყორცნიდან შეუჩერებლად ისროდა. იმავე დღეს ცეცხლსასროლი შაშხანებისა და სნაიპერთა გამუდმებული ცეცხლის ფონზე, მან მიიღო სამხედრო ამუნიციის დამატებითი მომარაგება ჰაერიდან , რომლის შემდეგაც ამჯერად მ40-ის ტიპის რეაქტიული ქვემეხიდან ხელის ყუმბარმტყორცნებთან ერთად ისროდა ვიეტკონგელთა პოზიციების მიმართულებით. 38 საათიანი ბრძოლის შემდეგ, ამინდი გაუმჯობესდა და სარდლობამ ვერტმფრენები გააგზავნა ბანაკ შაუს ალყაში მყოფ ჯარისკაცთან გამოსახსნელად.

ყოველი დოკუმენტისა და სასიგნალო აღჭურვილობის განადგურების შემდეგ, ბენი ადკინსმა მწვანე ბერეტის სპეცდანაყოფის დაჭრილი ჯარისკაცები ბაზიდან ჯუნგლების გავლით საევაკუაციო ვერტმფრენებამდე გაიყვანა. მას შემდეგ, რაც იგი საფრენ აპარატში აიყვანეს, აღმოჩნდა რომ, ადკინსს საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისა და იარაღიდან ნასროლი ტყვიებისგან 18 ჭრილობა აღენიშნებოდა. ამერიკული არმიის ოფიციალური განცხადებით, ჩრდილო ვიეტნამელთა შორის გარდაცვლილთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს შეადგენდა, რომელთაგან უშუალოდ 130-იდან 175-მდე ვიეტკონგელი მებრძოლი ადკინსის თავდაცვით ცეცხლს შეეწირა.

შეგახსენებთ, რომ კოროანვირუსით ამერიკაში რამდენიმე ათასი ამერიკელი სამხედროა უკვე ინფიცირებული, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 38 200-ია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42