კენიის დედაქალაქ ნაირობის მერის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე მოსახლოებას დახმარების პაკეტებს ურიგებენ, რომელშიც საკვები პროდუქტების გარდა ფრანგული კონიაკი, ჰენესიც შედის. მაიკ სონკომ მოსახლეობისთვის კონიაკის დარიგება იმით ახსნა, რომ ალკოჰოლს ყელისთვის სადეზინფექციო დანიშნულება გააჩნია.
„ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევით დადასტურდა, რომ ალკოჰოლი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კორონავირუსთან ბრძოლაში“ - განაცხადა სონკომ.
მიუხედავად ნიგერიელი პოლიტიკოსის განხადებისა, CNN-ს თავის სტატიაში ზემოხსენებული არგუმენტის გასაბათილებლად მოჰყავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოსაზრება, რომლითაც ნათელი ხდება, რომ ორგანიზაცია დაზუსტებით მოუწოდებს ადამიანებს, შეამცირონ ალკოჰოლის მოხმარება, რადგან იგი აუძლურებს ორგანიზმს და მას უფრო მოწყვლადსა და დაუცველს ხდის ვირუსთან ბრძოლაში.
მასალის გამოყენების პირობები






