მწველმა კვამლმა, რომელიც გამოწვეულია ჩერნობილის ატომური რეაქტორის სიახლოვესთან არსებული ტყის ხანძრით, ძლიერ დააბინძურა უკრაინის დედაქალაქის ჰაერის ტემპერატურა- ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, კიევი დღესდღობით მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ქალაქია.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია. იგი აცხადებს, რომ ჩერნობილს საფრთხე არ ემუქრება. შვეიცარიის მონიტორინგის ჯგუფი განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს- მათი თქმით, ქალაქში უმძიმესი მდგომარეობაა, რადგან კვამლის მიერ გამოწვეული დაბინძურება შემაშფოთბულ ნიშნულზეა- დაბინძურების ინდექსი კიევში 246 პუნქტს შეადგენს, ხოლო ქალაქის ჩრდილოეთში აღნიშნული მაჩვენებელი 318-ია. ქალაქში ჰაერის დაბინძურების დასაშვებ ნორმად 50-ია მიჩნეული.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი ბირთვული რეაქტორის სიახლოვეს ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა, რომელმაც 25 ჰექტარი მოიცვა. ხანძრის გაჩენის გამო პოლიციამ რამდენიმე პირი დააპატიმრა.
ჩერნობილის ატომურ რეაქტორზე აფეთქება 1986 წელს მოხდა, რა დროსაც ბირთვულ სადგურზე აფეთქების ძალამ სახურავი გადახადა, მთელი ქალაქისა და ქვეყნის მასშტაბით რადიოაქტიური ნივთიერებები გაავრცელა. მეხანძრეები ხანძარს ჩერნობილის ზონასა და კიევის მიმდებარე ტერიტორიაზე ებრძოდნენ- ძლიერი ქარი ხელს უწყობდა ხანძრის ახალი კერების გავრცელებას.
მასალის გამოყენების პირობები






