პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 88 ინფიცირებული მკურნალობს.
როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში სულ 9 პაციენტი მკურნალობს, აქედან 6 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 3 მათგანის მდგომარეობა კი კრიტიკულიია.
„რაც შეეხება რეანიმაციულ განყოფილებას, ამ ეტაპზე გვყავს ცხრა პაციენტი, აქედან ექვსი მართვით სუნთქვაზეა, სამი ნაზალურ სიმპაპზე. სამი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ჰემოდინამიკის რღვევით არის. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში მკურნალობენ, ჩატარებული კვლევების შედეგად, დაახლოებით 15-თან დაფიქსირდა დადებითი კლინიკა კომპიუტერული კვლევით და გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, ანალიზის ნაცხის პასუხებს ველოდებით და ხვალ სავარაუდოდ ეს პაციენტები დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






