თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიაა აცხადებს, რომ , ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი პაციენტი არ ჰყავთ.
მისი თქმით, ჩატარებული 65 კვლევიდან ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხია მიღებული.
მარეხი ბექაიამ იმედი გამოთქვა, რომ აღდგომის დღესასწაულზე ხალხი სახლიდან ილოცებს და საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
"მთელი მართმადიდებელი ქრისტიანული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი დღე არის და მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მღვდელმთავრები ტაძრიდან ილოცებენ საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის და ქრისტიანული მოსახლეობა ილოცებს სახლიდან. მე იმედი მაქვს, რომ ყველანი დარჩებით სახლებში.
ამ ეტაპზე ჩვენი რესურსები საკმარისია ათეულობით პაციენტის მოვლისთვის და მკურნალობისთვის. ჩვენ ვნახეთ მსოფლიოს დიდი ქვეყნების გამოცდილება, როცა ასეულობით და ათასეულობით ადამიანს შეეხო ეს დაავადება და მე არ მინდა, ჩემს ქვეყანაში ვნახო ის კადრები, რაც იტალიამ და ესპანეთმა დადო, სასახლეში მყოფი მიცვალებულების. მე არ მინდა ეს მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ვურჩევ ყველა მოქალაქეს ილოცონ სახლიდან," - თქვა ბექაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






