თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარმა, თეოდორე გიგნაძემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა. სასულიერო პირმა განაცხადა, რომ ტაძარში ღვთისმსახურებაზე მრევლის დასწრება იზღუდება.
მისი თქმით, მსახურება არ გაჩერდება და სასულიერო პირები ჩაატარებენ, რადგან ის არა მარტო იმათთვისაა, ვინც მას ესწრება, არამედ, ვინც ობიექტური მიზეზის გამო ვერ ესწრება.
სასულიერო პირის თქმით, მისი ტაძარი აქამდეც იცავდა ყველა რეგულაციას, თუმცა სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ არ შეუძლიათ პასუხისმგებლობა მრევლს გადააბარონ.
" მსახურება, ბუნებრივია, არ გაჩერდება, მაგრამ მრევლის დასწრება შეიზღუდება, მანამ სანამ იქნება პანდემიის აფეთქების საშიშროება საქართველოში...დღევანდელ დღეს სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, მრევლს გადავაბაროთ პასუხისმგებლობა და ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა, მცირეოდენი მაინც, როგორც ეკლესიის იერარქიამ, ბუნებრივია, უნდა ვიტვირთოთ. მითუმეტეს, გამკაცრდა რეგულაციები და ადამიანებს ფიზიკურად არ შეუძლიათ ტაძარში მოსვლა", - აცხადებ მამა თეოდორე გიგნაძე.
მასალის გამოყენების პირობები






