ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, პაატა ცერცვაძე მეუფე იაკობის მიერ ამირა გამყრელიძისა და პაატა იმნაძის კრიტიკას. გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ უდიდეს პატივს სცემს ეკლესიას, მაგრამ ამ აზრს ვერ დაეთანხმება.
"მე ვფიქრობ, რომ არ ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება, რადგან ქართული საზოგადოება ბრძენია და მრევლიც ბრძენია. დარწმუნებული ვარ ისინი თვითონ გააკეთებენ დასკვნებს, თუ ვისი პოზიციაა უფრო მოქალაქეობრივი...სამწუხაროა, რომ არის ასეთი აზრთა სხვადასხვაობა. სამწუხაროა, რომ არის ასეთი სიტყვიერი შეკამათება და არდათანხმება", - აღნინა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა NCDC-ის ხელმძღვანელებს, ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს მოსახლეობის გაფრთხილების გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. მღვდელმთავარს მიაჩნია, რომ ადამიანებისათვის საკუთარი და სხვების ჯანმრთელობის მოფრთხილებისაკენ იმნაძისა და გამყრელიძის მოწოდება უღირსი საქციელი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






