დარჩით სახლში, ნუ გამოცდით უფალს, ნუ დაიწყებთ სასწაულის ძიებას - არქიმანდრიტი დიონისე
საზოგადოება - 09:57, 18 Apr, 2020     740

არქიმანდრიტი დიონისე (გვიმრაძე) ​სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. იგი მიმართავს მრევლს, რომ საყოველთაო პანდემიის პირობებში, გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, ისინი საკუთარ თავსაც ავნებენ და სხვასაც.

„ჩემო სულიერო შვილებო,

დღეს, განსაცდელის ჟამს, სააღდგომო მსახურების მოახლოებასთან ერთად, მინდა რამდენიმე მოწოდება შემოგთავაზოთ, რომლებიც ძირითადად სახარებისეულ პრინციპზეა აგებული:

ნუ ვიქნებით ზედმეტად თავდაჯერებულნი, თორემ, ვაითუ, პეტრე მოციქულის მსგავსად, მწარედ ავტირდეთ (მათ. 26:75).

ნუ გამოვცდით უფალს (ლუკ. 4:12), სასწაულის მოლოდინით, თორემ, ვაითუ, ბოროტი და მემრუშე აღმოვჩნდეთ (მათ. 16:4).

ნუ დავივიწყებთ მოყვასზე ზრუნვას, თორემ, ვაითუ, უფალმა, საყოველთაო სამსჯავროზე, მის მარცხნივ მდგომარეთა მსგავსად, მოგვმართოს: „წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული.“ (მათ.25:41), რადგან „რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ“ (მათ. 25:45).

ნუ უგულებელვყოფთ შაბათის შესახებ იესო ქრისტეს შემდეგ მოწოდებას: „შაბათი კაცისთვის შეიქმნა და არა კაცი შაბათისთვის“ (მარკ. 2:27), თორემ, ვაითუ, მაცხოვარმა გვითხრას: „ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას“ (მათ. 23:13).

ნუ დავივიწყებთ კეთილი სამარიტელის შესახებ იგავს, რომელშიც მაცხოვარმა ნათლად დაგვანახა თუ ვინ არის მოყვასი — ის, ვინც ადამიანის მიმართ მოწყალებას იჩენს (ლუკ. 10: 29-37), თორემ, ვაითუ, იესო ქრისტემ გვითხრას: „ვინაიდან რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ“ (ლუკ. 6:38).

ნუ უარვყოფთ უფლის მიერ ბოძებული ორი უმთავრესი მცნებიდან, რომლებზედაც მთელი სჯულია დამოკიდებული (მათ. 22:36-40), ერთ-ერთს — მოყვასის სიყვარულს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათ. 22:39), თორემ, ვაითუ, მაცხოვარმა გვითხრას, რომ ვცრუობთ, რადგან ვისაც არ უყვარს ძმა, რომელსაც ხედავს, მაშინ „როგორღა შეიყვარებს ღმერთს რომელსაც ვერ ხედავს?“ (1 იოან. 4:20).

ნუ გავიღებთ უაზრო მსხვერპლს, თორემ, ვაითუ, უფალმა გვითხრას: „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი“ (მათ. 9:13).

ამიტომაც, დარჩით სახლში!

ნუ გამოცდით უფალს, ნუ დაიწყებთ სასწაულის ძიებას, ნუ გახდებით შაბათის მსახურნი, ნუ დაივიწყებთ მოყვასის სიყვარულის შესახებ მოწოდებას და ნურც უაზრო მსხვერპლს გაიღებთ. ეს ყველაფერი უფალს, როგორც ყოვლადკმარსა და სრულყოფილს, არაფერში სჭირდება, ხოლო ჩვენ, საყოველთაო პანდემიის პირობებში, გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, საკუთარ თავსაც ვნებთ და სხვასაც“, – აღნიშნულია არქიმანდრიტ დიონისეს მიმართვაში, რომელსაც „ფეისბუქში“ დმანისის სიონის გვერდი ავრცელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42