"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომლის მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა" - ეკონომიკის სამინისტროს საგანგებო განცხადება
COVID-19 - 19:24, 17 Apr, 2020     1620

იმ დროს, როდესაც საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად, ყველაფერი კეთდება პირბადეებთან დაკავშირებული დეფიციტის დასაძლევად, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების და მათთან აფილირებული მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია - ამის შესახებ განცხადებას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეკონომიკის სამინისტრომ რეკორდულად მოკლე დროში შეძლო საყოფაცხოვრებო დანიშნულების 12-შრიანი პირბადეების ადგილზე დამზადების ორგანიზება, ქვეყნის 4 მსხვილ სააფთიაქო ქსელს უკვე მიაწოდა 1 მილიონამდე პირბადე, რომელიც სუბსიდირებული ფასით იყიდება.
"ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 17 აპრილიდან პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო ხდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც სხვა საჯარო უწყებებთან კოორდინაციითა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, რეკორდულად მოკლე დროში განახორციელა საყოფაცხოვრებო დანიშნულების 12-შრიანი პირბადეების ადგილზე დამზადების ორგანიზება, ქვეყნის 4 მსხვილ სააფთიაქო ქსელს უკვე მიაწოდა 1 მილიონამდე პირბადე, რომელიც სუბსიდირებული ფასით იყიდება. შედეგად, დღეს საქართველოში დოლბანდისგან 12-შრიან პირბადეს 9 საწარმო ამზადებს. ამ დროისთვის უკვე შეკერილია 1,750,000 ცალი პირბადე. აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პირბადის ტესტირება ჩაატარა მიმდინარე წლის 13 მარტს და დაასკვნა, რომ 12-შრიანი პირბადის ნიმუში, რომელიც მზადდება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე პირბადე" მონაწილე სამკერვალო საწარმოების მიერ, აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტს და პირობებს და შესაძლებელია გამოყენებული იქნას მრავალჯერადად საყოფაცხოვრებო პირობებში.ამასთან, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყნის სამედიცინო სექტორს ერთჯერადი სტანდარტული სამედიცინო პირბადეებით სრულად დააკმაყოფილებს წარმოება, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ამოქმედდა. ადგილობრივი წარმოების 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ" შეიძენს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. იმ დროს, როდესაც საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად, ყველაფერი კეთდება პირბადეებთან დაკავშირებული დეფიციტის დასაძლევად, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების და მათთან აფილირებული მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია, რომლის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა როგორც წარმოებული პირბადეების ხარისხობრივი მაჩვენებლების, ასევე წარმოებაში კორუფციული ინტერესების შესახებ.მიგვაჩნია, რომ პანდემიისას, როდესაც მთელი საზოგადოება ერთი საერთო მტრის წინააღმდეგ უნდა მოქმედებდეს, მსგავსი აბსურდული ინფორმაციის გავრცელება სრულიად მიუღებელია." - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხაებაში




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42