ხელისუფლების გადაწყვეტილება: ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან იქნას გამოყოფილი
COVID-19 - 17:21, 17 Apr, 2020     685
ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან იქნა გამოყოფილი - ამის შესახებ განცხადება სოზარ სუბარმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. გადაწყვეტილების მიზეზად ხელისუფლება ვირუსის გავრცელების პრევენციას ასახელებს.

სუბარის თქმით, ბოლნისი დაზიანებული მუნიციპალიტეტია, რადგან ინფიცირებულთა რიცხვმა 47-ს მიაღწია.

„მივიღეთ გადაწყვეტილება და რამდენიმე ადგილი გამოვყავით, რომლებიც აეკრძალათ მუნიციალიტეტის სხვა დასახლებულ ადგილებთან ურთიერთობა. ასეთი პირველი იყო ქვემო ბოლნისი და ზომებმა შედეგი მოგვცა ის, რომ 6 ზე გაჩერდა და იმის შემდეგ აღარ გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა.

შემდეგ იყო საფრთხე სავანეთი სადაც 5 ადამიანია დაინფიცირებული და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითონ ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი იქნა გამოყოფილი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან. გადაწყვეტილება იმან განაპირობა, რომ უკვე მკვეთრად გაიზარდა უშუალოდ ქალაქ ბოლნისში დაინფიცირებულთა რაოდენობა. დაინფიცირებულია არაერთი სამედიცინო პერსონალი და რადგანაც სამედიცინო პერსონალს უხდებათ ძალიან ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, გაჩნდა საფრთხე ხომ არ არის მოსახლეობის ფართო ფენაზე გასული. ამიტომაც ვიწყებთ ძალიან ფართო სკრინინგს, შემოწმებას, ტესტირებას, რომ ბოლომდე აღმოვფხვრათ ყველა კერა, რომელიც შეიძლება იყოს.

გარდა ​სავანეთისა და ქვემო ბოლნისისა, დღეს ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი არის გამოყოფილი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან და რაჭისუბანსა და ქალაქ ბოლნისს შორისაც გაკეთებულია საზღვარი. სულ 5 საკონტროლო პუნქტია და მიმოსვლა მაქსიმალურად არის შემცირებული.

მთლიანობაში მოსახლეობა ზუსტად იცავს კარანტინის პირობებს, ბოლნისში და რაჭისუბანში მოსახლეობა გარეთ არ დადის. ბოლნისი ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტია იმიტომ, რომ 47-ს მიაღწია ინფიცირებულთა რაოდენობამ.

კიდევ ერთი საკარანტინე ზონა გვაქვს გამოყოფილი, ოღონდ არა დაინფიცირების გამო, ეს არის კაზრეთი და ბალიჭები. გამოვყავით იმიტომ, რომ იქ მუშაობს „არემჯი გოლდი“, ძალიან ბევრი ადამიანი ერთადაა და იმისთვის, რომ იქ რაიმე ინფექციის გავრცელება გამოირიცხოს ქალაქი კაზრეთი და სოფელი ბალიჭები არის გამოყოფილი. “, - განაცხადა სოზარ სუბარმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42