ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი ამბობს, რომ რომ საყოველთაოდ დაწესებული ნორმა, დახურულ სივრცეში პირბადეების ტარებაზე, სასულიერო პირებისთვის გათვალისწინებული არაა.
მისი თქმით, სასულიერო პირები "ღვთის წინაშე დგანან და უშუალო კავშირი აქვთ უფალთან". ვირუსის გავრცელების შესაკავებლად დაწესებულ შეზღუდვებზე მიტროპოლიტმა სამების ტაძარში, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"სასულიერო პირების მიერ პირბადეების ტარება არაა გათვალისწინებული. ჩვენ ვდგევართ ღვთის წინაშე და უშუალო კავშირი ვაქვს უფალთან. საუკუნეების მანძილზე იყო ასეთი ეპიდემიები და ერთადერთი საშუალება, როცა ქრისტიანული ქვეყნები მიმართავდა ეს იყო ლოცვა" - აცხადებს მეუფე დანიელი.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ახალი შეზღუდვებით, ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოები დაიკეტა. ახალი შეზღუდვებით, აკრძალულია ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება. ამასთან, სავალდებულო გახდა პირბადის ტარება.
მასალის გამოყენების პირობები






