ანდრია ჯაღმაიძე: ბევრ ადამიანს მოვუწოდებთ, ეკლესიაში მოსვლისგან თავი შეიკავონ
COVID-19 - 21:51, 16 Apr, 2020     686

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მოუწოდეს, რომ თავი შეიკავონ ეკლესიაში მისვლისგან.

სასულიერო პირი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მრევლის უდიდესი ნაწილი გაფრთხილებებს გაითვალისწინებს.

"ძალიან ბევრ ადამიანს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ეკლესიაში მოსვლისაგან. მე ჩემს მრევლს, ძალიან ბევრ ადამიანს ვურჩიე, რომ დარჩენილიყვნენ სახლში, ესაა ხალხი, რომელიც ძალიან იშვიათად მოდის ეკლესიაში, წელიწადში ერთხელ და უხარიათ სადღესასწაულო ხალხმრავლობაში მონაწილეობა. ზოგი მათგანი წირვის დასრულებამდე არც კი რჩებოდა, ამიტომ მათ ერთმნიშვნელოვნად ვუთხარი, რომ ამ ღამეს უნდა შეიკავონ თავი მოსვლისაგან. გავაფრთხილეთ ის ხალხი, ვისაც რაიმე სინდრომი აქვს ან თავად არის რისკის ჯგუფში, ან სახლში ყავს ასაკოვანი ან ავადმყოფი ადამიანი, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ხალხმრავლობისგან, რომელიც ზოგადად არის ხოლმე.

წელს, ამ გაფრთხილებებს დარწმუნებული ვარ, მრევლის უდიდესი ნაწილი გაითვალისწინებს, მიიღებს თავის თავზე ყელაფერს, რაც მას ეკუთვნის, და შესაბამისად დაიცავს იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ექიმები იძლევიან.

როგორც დავაკვირდით ბოლო პერიოდში, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კვალდაკვალ, ხდებოდა დაზუსტება და ახალი რეკომენდაციების დამატება. ჩვენ ვრჩებით სინოდის გადაწყვეტილების ჩარჩოში. ამიტომ, როდესაც ვაკეთებთ რაღაც დაზუსტებას, თუდაც რეკომენდაციის სახით, ეს ყოველთვის რჩება ოქმის ფარგლებში. იქ არის ლავირების საშუალება, არის საშუალება, რომ დამატებითი რეკომენდაციები გაიცეს, კიდევ უფრო გამკაცრდეს

” - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42