"ამ ფოტოზე მე ვარ, მაგრამ ჩემი სახე კორონავირუსმა წაშალა" – ქართველი ექიმი
COVID-19 - 20:17, 16 Apr, 2020     1072

ქართევლი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს ავრცელებს და კორონავირუსით გამოწვეულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს.

ექიმი იმედოვნებს, რომ საქართველოში არ განმეორდება ის, რაც სხვა ქვეყნებში მოხდა.

„2005 წელს, ქარიშხალ „კატრინას“ მიერ დატბორილ ნიუ ორლეანში, არაადამიანურ, 40 გრადუსიან სიცხესა და 99% ტენიანობაში, როდესაც ჩვენი ამონასუნთქი წყლად კონდენსირდებოდა კედლებზე და ყველაფერს ასველებდა; როდესაც კანალიზაციის ყველა მილში უკან ამოვიდა მთელი სიბინძურე და ტუალეტები დატბორა; სულისშემხუთველ სიმყრალეში ლანდებივით დავბორიალებდით ექიმები, რეზიდენტები, ექთნები.

დეჰიდრატაციისა და აუტანელი ფიზიკური დატვირთვის გამო სამ დღეში 6 კილო დავიკლე და ხელების მაღლა აწევა მიჭირდა. პაციენტების გაოფლილ კანზე პლასტირის დაწებება შეუძლებელი იყო და იძულებული ვიყავი კანზე ძაფით მიმეკერებინა ინტრავენური ხაზები.

მაშინ ვნახე არაერთი ძლიერი ადამიანის ფსიქოლოგიური გატეხვის შემაძრწუნებელი სცენა პირველად. უმწეობისა და სასოწარკვეთისაგან ატირებული კაცები და ქალები… იმედი მქონდა რომ ამას მეტი არასოდეს ვნახავდი.

ისევ ვნახე ამ დღეებში, როდესაც შიშისაგან შეძრწუნებული ადამიანები ისტერიკაში ჩავარდნენ და უარი თქვეს საშიში პროცედურების შესრულებაზე დავირუსებულ, უმძიმეს პაციენტებთან. ისევ მომიწია საკუთარი შიშის დაძლევა და მაგალითის მიცემა. უსაძაგლესი შეგრძნებაა ეს.

დაუსრულებლად გაგრძელდება ირონიული კამათი იმის შესახებ, რომ ეს პანდემია ბლეფია, რომ სიკვდილიანობა არც ისე მაღალია, რომ ეს უბრალოდ რთული გრიპია და ა.შ. სხვათაშორის, ბევრი რამ შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ სცადეთ და უთხარით ეს იტალიის, ესპანეთის, ნიუ იორკის, ნიუ ორლეანის იმ კლინიკების თანამშრომლებს, რომლებმაც უშუალოდ ნახეს კორონას საზარელი სახე და არავინ იცის ზუსტად, თუ რატომ გადარჩნენ სხვები, ან არიან თუ არა ჯერ გადარჩენილები.

საქართველომ არ უნდა ნახოს ეს! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ არ ნახოს! არ შევაძრწუნებ ადამიანებს და არ ავხსნი დაწვრილებით, თუ როგორ შეიძლება სულ რამდენიმე დღეში საოცარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კოლაფსისა და ენით აუწერელი ტრაგედიის განვითარება.

მე ეს ვნახე, ჩვენ ეს ვნახეთ და ყოველდღე ვუყურებთ. ამ ფოტოზე მე ვარ, მაგრამ ჩემი სახე წაშლილია კორონას მიერ. ასე არიან ჩემი კოლეგებიც. სასოწარკვეთილი პაციენტები ბოლო წამებში ჩვენს ნამდვილ სახესაც ვერ ხედავენ და ასე ასრულებენ სიცოცხლეს.

ეს არ არის შეშინების მცდელობა. როდესაც დახაუს და ბუხინვალდს აჩვენებენ ადამიანებს, ამით კაცობრიობას აფრთხილებენ. ჩვენც მხოლოდ თქვენს გაფრთხილებას ვცდილობთ“ – წერს ზურაბ გურული სიცუალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42