დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ არ დაესწრონ ტაძრებში წირვა-ლოცვას და სახლში ილოცონ, რათა ხელი შეუწყონ ახალი კორონავირუსის შეკავებას.
"სასულიერო პირები ილოცებენ ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ლოცვა უკეთესი იქნება, ვიდრე ადგილზე ჩვენი მისვლა ტაძარში. კარგად გამიგეთ, ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ ექიმი ვარ, იძულებული ვარ, ამ საშიშროების შესახებ გითხრათ. თუ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რაზეც ყოველდღიურად ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, გვექნება უფრო რთული მდგომარეობა, რთულად განვითარებადი ეპიდემია. თუ დავიცავთ, ინფიცირების ზრდა იქნება, მაგრამ ისეთი, რომლის მოვლასაც ჯანდაცვის სისტემა შეძლებს, ამიტომ გამოვალთ ეპიდემიიდან ნაკლები დაზიანებით გამოვალთ", - თქვა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






