ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა დაადანაშაულა ჩინეთის კომუნისტური მთავრობა, რომ მათ მსოფლიო შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში კორონავირუსის რეალურ წარმოშობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, რთულია ჩინეთის კომუნისტურ პარტიას რამეში ენდო.
“ისინი ცდილობდნენ ჩვენს შეცდომაში შეყვანას- ჩინელები არ იყვნენ გამჭვირვალეები დაავადების გავრცელების პირველივე დღეებიდანვე. არც იმის მწამს და მჯერა, რომ ახლა ისინი სანდონი არიან ჩვენს მიმართ.“- განაცხადა ესპერმა პენტაგონში გამართული პრესკონფერენციისას.
მარკ ესპერმა დაადასტურა, რომ ამერიკის დაზვერვა სერიოზულად განიხილავს შესაძლებლობას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ვირუსის გავრცელება არ მომხდარა უხანის ბაზრიდან- „ჩვენ უკვე რამდენიმე ხნის განმავლობაში ვაკვირდებით და ვიკვლევთ აღნიშნულ საკითხს“.
„ჩვენ ერთი რამ ვიცით: ჩინეთის მთავრობა რომ უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო, ეს უფრო ადრე დაგვეხმარებოდა და წაგვადგებოდა ვირუსთან ბრძოლასა და დნმ-ის გარკვევაში, უფრო დახვეწილად განვავითარებდით მკურნალობის სტრატეგიას და მივიღებდით მოკლე ვადებში ვაქცინასაც კი“ - განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა.
მასალის გამოყენების პირობები






