ხელისუფლების გეგმაზე დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრმა, ჯანდაცვის სამისნიტროს ნელმძღვანელმა ისაუბრა,
"საშუალო სიმძიმისთვის ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 9 მაისისთვის იქნება, დაახლოებით 2 ათასი ინფიცირებული პაციენტი და ცუდ შემთხვევაში, ჩვენ გვეყოლება დაახლოებით, 4 ათასი დადასტურებული შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, უფრო დრამატული სურათია,“ – ამბობს ტიკარაძე.
მისივე თქმით, თუ მომავალ ორ კვირაში ხელისუფლება დაინახავს, რომ არის თუნდაც 2 ათასი დადასტურებული შემთხვევა საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება.
ტიკარაძის თქმით, იმ შემთხევაში, თუ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, მოქალაქეებს თავიანთი სახლების დატოვება მხოლოდ სპეციალური შეტყობინების გაგზავნის შემდეგ შეეძლებათ.
"მოქალაქეებს, მხოლოდ ჩვენი მეთვალყურეობით და გარკვეული მესიჯის გაგზავნის შემთხვევაში ექნებათ თავიანთი ბინის დატოვების შესაძლებლობა და ამ მესიჯშიც გაწერილი იქნება დეტალურად ის საჭიროება და ის ტრაექტორია, თუ რომელი ტრაექტორია აქვთ მათ გასავლელი და რა მიზნით,“ – ამბობს ტიკარაძე.
მასალის გამოყენების პირობები






