გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, 4 მაისიდან გაიხსნება სკოლები და მცირე ბიზნეს საქმიანობაც აღდგება. მისი თქმით, ადამიანებმა მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა ატარონ პირბადეები, რათა თავიდან აირიდონ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების საშიშროება.
მერკელმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ „მყიფე შუალედურ წარმატებას“ მიაღწია მკაცრი ზომების შემოღებით კორონავირუსთან ბრძოლაში.
„ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები და გავაგრძელოთ სვლა რადგან „არ გაგვაჩნია ბევრი ოთახი მანევრებისთვის“ - განაცხადა ანგელა მერკელმა.
მთავრობის დადგენილებით, გერმანიაში დიდი საზოგადოებრივი თავყრილობები რელიგიური მსახურებების ჩათვლით, აკრძალული იქნება 31 აგვისტომდე. ბარები, კაფეები, რესტორნები, კინოთეატრები და კონცერტები ამ დრომდე აკრძალული რჩება განუსაზღვრელი ვადით.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსისგან გერმანიაში 134 753 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო მათგან 3804 კი გარდაიცვალა. 77 000 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 4288 კრიტიკულ მდგომარეობაშ იმყოფება, რომელთაგან უმრავლესი მათგანი ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
მასალის გამოყენების პირობები






