უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში 2019 წელს განვითარებული მოვლენებია შეფასებული.
ორგანიზაციის მიერ, დღეს გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 20 ივნისს ათასობით ანტისამთავრობო დემონსტრანტის დაშლისას პოლიციამ არაპროპორციული და განურჩეველი ძალა იხმარა.
ანგარიშის თანახმად, ვიდეოჩანაწერებმა და თვითმხილველთა ჩვენებებმა აჩვენა, რომ პოლიცია განურჩევლად ესროდა დემონსტრანტთა მასას და მცირე ძალადობრივ დემონსტრანტებს დანარჩენი მშვიდობიანი უმრავლესობისგან არ ასხვავებდა.
„მას შემდეგ რაც ზოგიერთმა დემონსტრანტმა პარლამენტის შენობაში შევარდნა სცადა, პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშლისას დაახლოებით 240 ადამიანი, მათ შორის, 40-მდე ჟურნალისტი ფიზიკურად დაზიანდა. პოლიციასთან წინააღმდეგობის გაწევისთვის და საჯარო წესრიგის დარღვევისთვის 100 მონაწილეზე მეტი დააკავეს. მათი უმეტესობა 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გამოუშვეს. ხელისუფლებამ 20 ივნისის მოვლენების გამოძიება დაიწყო და 17 დემონსტრანტს, მათ შორის, პარლამენტის წევრს ოპოზიციიდან, არეულობის ორგანიზებასა ან მასში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენა. ამას გარდა ოთხ პოლიციელს ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის ბრალი წაეყენა,“- ნათქვამია, Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ თბილისში დეკემბერში ორგანიზებული ხელახალი დემონსტრაციებისას, როდესაც მონაწილეები საარჩევნო სისტემის რეფორმას ითხოვდნენ და დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტის შენობის ბლოკირება დაიწყო, ხელისუფლებამ წყლის ჭავლი, სულ მცირე, ორჯერ გამოიყენა. 12 ადამიანი კი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნებთან დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავეს.
"თბილისში ხელახალი დემონსტრაციებისას დეკემბერში, როდესაც მონაწილეები საარჩევნო სისტემის რეფორმას ითხოვდნენ და დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტის შენობის ბლოკირება დაიწყო, ხელისუფლებამ მინიმუმ ორჯერ წყლის ჭავლი გამოიყენა. 12 ადამიანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნებთან დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავეს" - ნათქვამია Amnesty International -ის ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






