დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მოქალაქეებმა კორონავირუსთან საბრძოლველად მდუღარე წყალი დალიეს და დამწვრობა მიიღეს. ამის შესახებ მან მაესტროსთან ისაუბრა.
"ბუნებრივია ვერ გეტყვით რამდენად მოერევა ეს კორონავირუსს, მაგრამ ბუნებრივია ტუჩების, ენისა და საყლაპავის დამწვრობას მივიღებთ. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, რომ ამ ხერხს ნუ მიმართავენ. ძალიან სახიფათოა მათი ჯანმრთელობისთვის", - განაცხადა ქაშიბაძემ.
მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა სპირტიანი ხსნარით დაიმუშავეს ხელები და სიგარეტის მოკიდების დროს ცეცხლი გაუჩნდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 336 ადამიანს დაუდგინდა. აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
მასალის გამოყენების პირობები






