"არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, რომ კორონავირუსი უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიიდან გავრცელდა" - FOX NEWS
მსოფლიო - 13:28, 16 Apr, 2020     1044

არსებობს მზარდი დამაჯერებლობა იმ ფაქტისა, რომ კორონავირუსი წარმოიქმნა უხანის ლაბორატორიაში არა როგორც ბიოიარაღი, არამედ როგორც ჩინეთის ძალისხმევა, მოეხდინათ ვირუსის იდენტიფიცირება და გამოეკვლიათ იგი იმაზე უკეთ, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ლაბორატორიებში იკვლევენ სხვადასხვა სახის ვირუსებსა და დაავადებებს. ამის შესახებ ინფორმაციას FOX NEWS- ავრცელებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი წყაროს დაყრდნობით, არსებობს ინფორმაცია, რომ თავდაპირველი გადაცემა ვირუსისა მოხდა უხანის ლაბორატორიაში მომუშავე ადამიანზე ღამურიდან. აღნიშნული მოვლენის შემდეგ კი ინფიცირებული მედიცინის მუშაკმა, ე.წ-მა პაციენტმა ზერომ დაავადება მოსახლეობაში გაავრცელა.

FOX NEWS -ის თანახმად, აღნიშნული ფაქტები მაღალჩინოსანთა მიერ მოპოვებულია საიდუმლო და ღია წყაროების მეშვეობით.

ზემოხსენებულ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც დაუსვეს შეკითხვა FOX NEWS-ის ჟურნალისტებმა, რა დროსაც მან აღნიშნა : „ჩვენ უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას ვიგებთ ამ საკითხთან დაკავშირებით... ჩვენ ვაწარმოებთ გამოკვლევებს ამ საშინელ მდგომარეობასთან მიმართებით“.

ამერიკული მედიას ერთ-ერთი სამთავრობო წყარო უყვება საიდუმლო დოკუმენტების შესახებ, სადაც აღწერილია ექიმებისა და მედპერსონალის მცდელობა შეეკავებინათ ვირუსის გავრცელება უშუალოდ ლაბორატორიაში.

FOX NEWS-ი აცხადებს, რომ უხანის ბაზარში რომელიც დაავადების გავრცელების თავდაპირველ წყაროდ მიიჩნევა, არასოდეს გაყიდულა ღამურები. ერთ-ერთი სამთავრობო წყარო მედიას უყვება, რომ ვირუსის გავრცელებაში ცხოველების ბაზრობის დადანაშაულება იყო ჩინეთის კომუნისტური პარტიის ძალისხმევა, მოეხდინათ ყურადღების ეპიცენტრის გადატანა ლაბორატორიიდან.

სტატიაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ 2018 წლის იანვარში ამერიკის საელჩოს თანამშრომლები ჩინეთში საუბრობდნენ არაშესაბამის უსაფრთხოების ღონისძიებებზე უხანის ინსტიტუტის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეცნიერები ატარებდნენ ძალზე რისკის შემცველ გამოკვლევებს ვირუსით ინფიცირებულ ღამურებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42