სამი შვილი მყავს, თვენახევარია, ჩემი ოჯახი არ მინახავს, განა არ მენატრება, მაგრამ რომ გადავრჩეთ, ერთმანეთს უნდა დავცილდეთ - რატიანი
COVID-19 - 12:43, 16 Apr, 2020     606

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან სოციალური დისტანცია. მისი თქმით, ეს არის ერთადერთი ყველაზე ეფექტური იარაღი კორონავირუსთან საბრძოლველად.

რატიანის თქმით, პირადად მას, თვენახევარია, ოჯახის წევრები არ უნახავს.ის მოსახლეობას მოუწოდებს, ხანდაზმულ ადამიანებს გაუფრთხილდნენ და საზოგადოებრიი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

„ერი იქნება, თუ ბერი, ყველას ვთხოვ, ფიზიკური დისტანცია დავიჭიროთ ერთმანეთთან. არ მინდოდა ასე თქმა, მე მყავს სამი შვილი და თვენახევარია, რომ ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ მინახავს. განა არ მენატრება, იმაზე მეტად მენატრება, ვიდრე სხვებს, მაგრამ მეორე მომენტია, ეს ცხოვრება დაგვიდგა, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს რომ გადავრჩეთ. ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში. არ მინდოდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ, რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრები. თვითონ „გამოძვრნენ“ ახალგაზრდები, მაგრამ ასაკოვანი ადამიანები მიჯაჭვული არიან ამ არაინვაზიურ სიპაპვენტილაციას და იხრჩობიან, ამ ხრჩობის ყურება ჩვენთვისაც ძალიან ძნელია. ნუ გაგვაკეთებინეთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42