აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მასშტაბურად გაიზარდა-მხოლოდ უკანასკნელ 24 საათში 2405 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 28 364 აღნიშნული ინფექციისგან დაავადდა. მონაცემებს ამასთან დაკავშირებით ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპა პრესკონფერენციისას მოსახლეობას ამცნო, რომ ქვეყანაში პიკი გადალახულია, თუმცა რეალურმა შედეგებმა ცხადჰყო, რომ აშშ-ში 15 აპრილი აღმოჩნდა ინფექციის გავრცელებიდან ყველაზე მძიმე დღე.
ამერიკის ჯანდაცვის უწყების მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ ნიუ-იორკში 11 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ძალზე დაბალია აგრეთვე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა- მხოლოდ 48 708 ადამიანი განიკურნა კორონავირუსისგან. 13 487 პაციენტი ისევ კრიტიკულ მდგომარეობაშია, რომელთაგან უმრავლესობა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
მასალის გამოყენების პირობები






