ინფექციური საავადმტოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ ცენტრში არის 2 მძიმე, პრობლემური პაციენტი, თუმცა სიტუაცია სტაბილურია და დინამიკაში ვითარება ალბათ გაუმჯობესდება.
გარდა ამისა, ამავე კლინიკაში 7 პაციენტს აქვს პნევმონია. რაც შეეხება მოზარდების და 9 თვის ბავშვის მდომარეობას, სიტუაცია სტაბილურია და ინფექციის პროგრესირება არ შეინიშნება.
„დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა, შემოსვლიდან დღემდე მდგომარეობა არ შეცვლილა. ბავშვები ხალისიანები და აქტიურები არიან და იკვებებიან კარგად. მათი მდგომარეობა მსუბუქია“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 336 ადამიანს დაუდგინდა. აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
მასალის გამოყენების პირობები






