ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საზმაუს ეთერში, პროგრამა "მოამბეში" ახალი აპლიკაციის შესახებ საუბრობს, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებულთან მიახლოების შესახებ აფრთხილებს და ამ დროს ხმოვან შეტყობინებას გაუგზავნის. აპლიკაციის ტესტ-ვარიანტი უკვე ჩაშვებულია და მასზე მუშაობა გრძელდება.
როგორც ტიკარაძე ამბობს, ეს ამ აპლიკაციის ერთადერთი დადებითი მხარე არ არის. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, აპლიკაცია მოქალაქეს არამარტო მაშინ გააფრთხილებს, როცა ინფიცირებულს მიუახლოვდება:
"აპლიკაციის გამოყენება ძალიან მარტივია ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ ექნებათ ინფორმაცია იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თვითონ არ არიან ინფიცირებული, მაგრამ შემთხვევით იყვნენ ინფიცირებულთან კონტაქტში და მოუვათ ხმოვანი შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ექიმს უნდა მიმართონ და მოხდეს მათი გადამოწმება ან იზოლაცია, რითაც, ერთი მხრივ, ჯანდაცვის სისტემა მოახდენს ფაქტის დროულ იდენტიფიცირებას და ამით ჩვენ შევძლებთ, მოხდეს ჯაჭვის გახლეჩა, რაც ინფექციის გავრცელების მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შევძლებთ დროული მკურნალობის დაწყებას", - აცხადებს ეკა ტიკარაძე.
მასალის გამოყენების პირობები






