[თუ სახლში არ დავრჩებით] ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? - პაატა იმნაძე
COVID-19 - 22:25, 15 Apr, 2020     2240
საპატრიარქოს გადაწყვეტილების შეფასებისას (ეკლესიები სააღდგომოდ არ დაიხურება, დიდ ტაძრებში ორმეტრიანი დისტანცია იქნება დაცული, მცირეში - მხოლოდ მღვდელმსახურები-რედ.) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ თუ ადამიანები სახლში არ დარჩებიან, საქართველოში საშინელება დატრიალდება და იტალია განმეორდება.
საპატრიარქომ რეკომენდაცია მისცა რისკჯგუფში შემავალ ადამიანებს, დარჩნენ სახლებში. ამასთან დაკავშირებით იმნაძემ თქვა, რომ დღეს მთელი ქვეყანა რისკ-ჯგუფშია:
„დღეს მთელი საქართველო რისკჯგუფშია. დღეს ვართ იმ რისკის წინაშე, რომ ჩვენთანაც განმეორდება იტალია. ხვალ ჩემს თანამშრომელს, ზურა მირიანაშვილს ასაფლავებენ. კაცი, რომელსაც 4 სტენტი ჰქონდა გულში ჩადგმული და დღე და ღამეს ათენებდა, მუშაობდა, იმიტომ, რომ იცოდა, თავის სამშობლოს ემსახურებოდა. ზურას ხსნოვნისთვის, ხალხო, ის, რაც გავაჩერეთ დღემდე წყალში ჩაყაროთ ყველაფერი, არ შეიძლება ასე.
ეს არ ეხება მარტო ეკლესიას. ოჯახებში ვრცელდება. ასე ჩვენ საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში და მოერიდეთ, ვინც ოჯახიდან გადის და უნდა დაბრუნდეს. ის იყოს იზოლირებული სხვა წევრებისგან. სხვა გზა არ გვაქვს, თუ სახლში არ დავრჩებით, ვერ გადავრჩებით. ჩვენ გვექნება უდიდესი მსხვერპლი ეს ყველამ უნდა გავიგოთ...


თუ არა მოგველის ის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში!', - განაცხადა პაატა იმნაძემ საზმმაუს ეთერში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42