ფიზიკური დისტანცირების მოთხოვნა შესაძლოა 2022 წლამდე გაგრძელდეს. მეცნიერების თქმით, ამის საფუძველს იძლევა ახალი კორონავირუსის შესაძლო შემობრუნება. მკაცრმა იზოლაციამ შესაძლოა ვირუსის ამჟამინდელი მდგომარეობა კონტროლის ქვეშ აიყვანოს, თუმცა ვარაუდობენ, რომ შემდგომი პიკი უფრო დიდი და ძლიერი იქნება, თუ შეზღუდვების დაწესება არ გაგრძელდება.
„ინფექციები ორი პირობის შემთხვევაში ვრცელდება: ინფიცირებული და ამთვისებელი ადამიანები. იმ ცოდნით, რაც ახლა გვაქვს ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, პანდემიის დასასრულად ზაფხულის [2020 წლის] პროგნოზირება არ არის თანმიმდევრული.“ - აცხადებს ჰარვარდის ეპიდემილოგიის პროფესორი მარკ ლიფსიტჩი.
მეცნიერთა აზრით, თუ იმუნიტეტი იქნება მუდმივი, კოვიდ-19 შესაძლოა პირველი გამოჩენიდან ხუთი ან მეტი წლის შემდეგ სრულად გაქრეს. თუ ხალხი ვირუსის მიმართ იმუნური მხოლოდ ერთი წლით იქნება, როგორც ეს სხვა კორონავირუსული ინფექციების შემთხვევაშია, შესაძლოა შედეგად მივიღოთ ვირუსული ციკლი.
ზემოაღნიშნული მოსაზრება არ არის დადასტურებული და ეს გარკვეულ დაკვირვებებზე დაყრდნობით გაკეთებული ვარაუდებია, თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ სოციალური დისტანცირება 2022 წლამდე უნდა გაგრძელდეს.
მასალის გამოყენების პირობები






