მიშა ყარაულაშვილი ბზობის დღესასწაულზე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტიტების გაყიდვის გამო დააჯარიმეს.
შემთხვევა თელავში მოხდა. ყარაულაშვილს ერთ თვეში 3.000 ლარის გადახდა მოუწევდა, რომ არა საზოგადოების მხარდაჭერა: "ფეისბუქზე" ამ ამბის გახმაურების შემდეგ ჯარიმის ფულის შეგროვება მოქალაქეებმა (ძირითადად, "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების" ჯგუფში, რომელიც მსგავსი საქველმოქმედო ნაბიჯებით გამორჩეულია ინტერნეტსივრცეში) დაიწყეს და საბოლოოდ 10 000 ლარი შეაგროვეს.
მიშა ყარაულაშვილი ობოლ შვილიშვილებს ზრდის. დაჯარიმების დღეს მან სულ ცხრა ტიტის გაყიდვა მოასწრო.
"პოლიციელებს ვეხვეწებოდი, არ დამაჯარიმოთ, ობოლ შვილიშვილებს ვზრდი-მეთქი, მაგრამ მაინც არ შემიბრალეს", - ამბობს მეყვავილე.
შეგახსენებთ, 3.000 ლარიანი ჯარიმა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სოციალური დისტანციის დაუცველობისთვისაა დაწესებული. 14 აპრილს ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ ჯარიმების გამკაცრება არა, მაგრამ აღსრულების გამკაცრება იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები






