არასამთავრობოები საგანგებოს გაგრძელებაზე: რეგულაცია აზრს კარგავს, თუ ის შერჩევით ხასიათს ატარებს
COVID-19 - 13:14, 15 Apr, 2020     539
არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხს ეხმაურებიან. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შერჩევით სამართალს ექნება ადგილი, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება აზრს კარგავს.

„ნებისმიერი რეგულაცია კარგავს აზრს, თუ ის შერჩევით ხასიათს ატარებს და ამ რეგულაციის თუ კანონის წინაშე ყველა არ იქნება თანასწორი, ვისზეც ეს კანონი, რაიმე ტიპის რეგულაცია ვრცელდება“, - განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

პროცესების მეტად გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს EMC-ს მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამების დირექტორი გურამ იმნაძე. მისი თქმით, საინტერესოა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში რა მითითებები აქვთ სამართალდამცველებს, რადგან შესაძლოა, ძალაუფლების გადამეტების შემთხვევებს ჰქონდეს ადგილი.

„ყველა ეს შეზღუდვა და აკრძალვა შეიძლება აზრს მოკლებულიც იყოს, თუ ერთ კონკრეტულ ჯგუფზე რაღაც გამონაკლისი იქნება, რომელიც შემდეგში იქნება ძალიან დიდი რისკი, რომ დაავადება გავრცელდეს. რამდენიმე საკითხია ასევე მნიშვნელოვანი. დღემდე არ ვიცით სამართალდამცავებს რა ტიპის შიდა ინსტრუქციები აქვთ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში. გასაგებია, რომ ამ დროს მთლიანად იცვლება მოქალაქესა და პოლიციას შორის ურთიერთობა და დამოკიდებულებები. ამიტომ აუცილებელია, ამ ახალ სიტუაციაში პოლიციას ჰქონდეს ნათელი ინსტრუქციები ხელმძღვანელობისგან, თუ როგორ მოქმედებენ ისინი“, - განაცხადა გურამ იმნაძემ.

არასამთავრობოები პარლამენტსაც აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ შექმნილ ვითარებაში საკანონმდებლო ორგანო მეტად აქტიური უნდა იყოს.

საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 კვირით, 10 მაისამდე გაგრძელდება. სპეციალური დეკრეტით პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს დღეებში მიმართავს. ამ საკითხზე პარლამენტში სხდომა სავარაუდოდ 21 აპრილს გაიმართება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება საკანონმდებლო ორგანოში ანტიკრიზისულ გეგმას არ წარადგენს, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერენ.

წყარო: ფორმულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42