კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტს ახალგორში დიმედროლით, ანალგინითა და ლევომიცეტინით "უმკურნალეს" - მამაკაცი გარდაიცვალა
COVID-19 - 11:57, 15 Apr, 2020     1002

გასულ კვირას ახლაგორის რაიონულ საავადმყოფოში ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ისინი სასწრაფო ოპერაციას საჭიროებენ, თუმცა, კორონავირუსის გამო გამყოფი ხაზი ჩაკეტილია და მათ თბილისში მკურნალობის გაგრძელების უფლებას არ აძლევენ.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია 65 წლის მამაკაცის გარდაცვალების ისტორია. იგი ერთ-ერთი ქეიფის შემდეგ ცუდად გახდა და ორი კვირა პირღებინებითა და დიარეით იტანჯებოდა. მან ორჯერ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მაგრამ, რეალური მკურნალობის ნაცვლად "ექიმებმა" მას ანალგინითა და დიმედროლით მკურნალობა შესთავაზეს, მეორედ კი ლევომიცეტინი გამოუწერეს.

სამი დღის წინ მას წნევა დაუვარდა და გაუწყლოვანება დაემართა. საავადმყოფოში გადაყვანისას მას გასტროენტერიტი დაუდგინეს, ისევ ანალგინი და დიმედროლი დაალევინეს და გადასხმა გაუკეთეს. 14 აპრილის დილას პაციენტი გარდაიცვალა.

ადგილობრივი აქტივისტისა და ჟურნალისტის თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ახალგორში სამედიცინო მომსახურების მხრივ მძიმე მდგომარეობაა, რაც კარანტინის რეჟიმმა კიდევ უფრო გააუარესა. დადასტურებულია ფაქტები, როცა ექიმები პაციენტის დიაგნოზს გუგლის მეშვეობით უსვამენ, ხოლო მკურნალობის პირობები საერთოდ აუტანელია. მისი თქმით, რაიონულ საავადმყოფოში ორი პაციენტია, რომელთაგან ერთს სასწრაფოდ ესაჭიროება გულზე ოპერაცია, ხოლო მეორეს - ქიმიოთერაპია, ეს კი მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი.

მომზადებულია "ეხო კავკაზას" მიხედვით





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42