კორონავირუსის გავრცელების საფრთხე - სახალხო დამცველის ნინო ლომჯარია ეპიდემიოლოგებს მიმართავს, რომ მიმარტავს , რომ მათ ყოველდღე უნდა გაუმეორონ და აუხსნან ჩვენ მოქალაქეებს, ის საშიშროება, რის წინაშეც შეიძლება დადგეს ქვეყანა.
ლომჯარია აცხადებს, რომ მათ უნდა მისცენ ძალიან ნათელი, პრინციპული და არაორაზროვანი მითითებები მოსახლეობას საფრთხეებისა და ქცევის წესების შესახებ.
"მოკლედ, კრიზისის ყველაზე გადამწყვეტ დროს, ერმაც (მთავრობამ) და ბერმაც (ეკლესიამ) გვითხრა, რომ თქვენი შეგნების იმედად ვართ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთო.
ასეთ უიმედო ვითარებაში, ჩემი აზრით, ყველაზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს არა პოლიტიკოსების, არა სასულიერო პირების, არამედ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირების, დარგის პროფესიონალების ხმა! ისინი უნდა დადგნენ დღეს გავლენებისა და პოლიტიკის მიღმა, მათ უნდა აიღონ ხელში ინიციატივა, მათ უნდა მისცენ ძალიან ნათელი, პრინციპული და არაორაზროვანი მითითებები მოსახლეობას საფრთხეებისა და ქცევის წესების შესახებ, რომ პრობლემა თბილისიდან გასვლა, ან 21:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა კი არ არის, საფრთხის შემცველია ნებისმიერი კონტაქტი - სამძიმარზე მისვლა, მეგობართან სტუმრობა, მეზობელთან ყავის დალევა, დეიდა-ბიცოლასთან სააღდგომოდ პასკის საჭმელად გადასვლა, ეკლესიებში თუ სასაფლაოზე მოქალაქეთა ერთად ყოფნა!
მუდმივად, დღეში რამოდენიმეჯერ, ხმამაღლა და მომთხოვნი ტონით უნდა იმეორეთ, რომ საფრთხე რეალურია და ახლოსაა!
გამოდით ბატონებო Paata Imnadze @Amiram Gamkrelidze და გაუმეორეთ ყოველდღე ეს ჩვენ მოქალაქეებს, აუხსენით ის საშიშროება, რის წინაშეც შეიძლება დავდგეთ 2 კვირაში, დამიჯერეთ, დაგიჯერებთ თქვენ ხალხი და არავინ გაგკიცხავთ, თქვენ ხომ არც არჩევნების წაგების ან გავლენის დაკარგვის შიში არ გაქვთ. დღეს ეს თქვენი ვალი და პასუხისმგებლობაა!" - წერს ნინო ლომჯარია.
მასალის გამოყენების პირობები






