გიორგი გახარია: ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს
COVID-19 - 17:47, 14 Apr, 2020     995
აღდგომის ღამეს ეკლესია არ დაიხურება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მთავრობის ადმიანისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არც ერთ შემთხვევაში კანონი არ დაირღვევვა.

პრემიერმა თქვა, რომ მოქალაქის გონიერების და სიბრძნის იმედი აქვს.

"კანონის აღსრულება და ჯანმრთელობის დაცვა ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება, რომელიც მან უნდა აღასრულოს. ისევე როგორც ეკლესიის არდახურვა და ეკლესიის ფუნქციონირება ბევრი ჩვენი პატივსაცემი მორწმუნე ადამიანისთვის ეგზისტენციალური საკითხია.

დარწმუნებული ვარ გონიერი, ბრძენი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში და არ დაელოდოს სახელმწიფოსგან მოწოდებას, რომ დაარღვიეთ კანონი. ეს არის ის გამოსავალი და ოქროს შუალედი, რომელშიც დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი მოქალაქე სწორ გამოსავალს იპოვის"- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა:

"მთავრობა და მე პირადად მოვუწოდებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ დავრჩეთ სახლში, დავიცვათ ჩვენი ეკლესია და ნუ დავაყენებთ ეკლესიას ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, რომ არჩევანი გააკეთოს. რატომ ჩვენ ვაჟკაცობა არ უნდა გვეყოს? ჩვენი გადაწყვეტილების უნარი არ გვაქვს თუ არ გვაქვს უნარი, ასეთ განსაკუთრებულ სიტუაციაში ჩვენ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა ისევე როგორც ეკლესიაზე, ასევე - სახელმწიფოზე. ასეთ შემთხვევაში კარანტინი არ დაგვჭირდებოდა და იდეალური რა იქნებოდა იცით ? ის, რომ ეკლესია იყოს ღია და კანონი არ დაარღვიოს არავინ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აქ უნდა მივიდეთ. არც ერთ შემთვევაში კანონი არ დაირღვევა, ეს იქნება როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიის მოწოდება. მე პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს“- დასძინა მთავრობის მეთაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42