დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში, სადაც მღვდელმსახურს კორონავირუსი დაუდასტურდა, აღდგომის დღესასწაულზე ლიტურგია ჩვეულებრივ შესრულდება.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება და წირვა-ლოცვა განახლდება.
ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ტაძარში მსახურებას სხვა ეკლესიის მოძღვარი შეასრულებს.
რაც შეეხება სასულიერო პირს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტირდა, ჯაღმაიძის ინფორმაციით, მან ღვთისმსახურება ხარების დღესასწაულზეც აღასრულა და მიუხედავად იმისა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა, მსახურება მეორე დღესაც ჩაატარა.
„ბოლოს მამა გიორგიმ იმსახურა ხარების დღესასწაულზე ტაძარში. როგორც მან განაცხადა, ყველა იმ წესის დაცვით, რაც დისტანციასთან არის დაკავშირებული. მსახურების მერე იგრძნო თავი შეუძლოდ და ამის შემდეგ მიმართა ექიმებს და ანალიზმა აჩვენა, რომ მას დაუდგინდა ვირუსი. მეორე დღეს მას მსახურება ჰქონია, თუმცა, ტაძარში, ფაქტობრივად, არავინ არ იყო. ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გავაფრთხილეთ, რომ ვინც რისკ ჯგუფებშია, ვისაც სახლში რისკ ჯგუფში მყოფი, ასაკოვანი ადამიანები ჰყავს, თავი შეიკავონ ამ პერიოდში ეკლესიაში სიარულისგან. ამის გამო, ფაქტობრივად არავნ არ იყო ტაძარში, მარტო ვიმსახურეო. ალბათ, ამას სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები დაადგენენ. დანარჩენი მოძღვრები თვითიზოლაციაში არიან. რა თქმა უნდა, ყველამ გაიგო ეს და ვის ჰქონდა შეხება, შესაბამისი სამსახური ამას გამოიკვლევს. დღეს ან ხვალ უნდა ჩატარდეს დეზინფექცია. ტაძარი ახლა დაკეტილია, სრული კარანტინია გამოცხადებული. ეს რამდენიმე დღე დაკეტილი იქნება. შემდეგ სხვა მოძღვარი შეასრულებს მსახურებას და აღდგომის დღესასწაულზე იქ წირვა იქნება, “ - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






